04 Δεκεμβρίου, 2019

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს

Διαδώστε:

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია სრულდება.

სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ ილია მეორე მრევლს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

სახარების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი 50 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული – მარიამი ეყოლებოდა, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა, შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს.

 

1tv.ge

Διαδώστε: