27/04/2019 27/04/2019 იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, დღეს, მართლმადიდებლები ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან. ნიშნად უფლის მოწყალებისა ზეციური ცეცხლის გადმოსვლას უფლის საფლავზე მორწმუნეები ყოველ წელს განსაკუთრებული ინტერესით ელიან. ამისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე აგებულ სამლოცველოში, კუვუკლიაში შევა და საფლავი დაიხურება. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის...
27 Απριλίου, 2019 - 17:01

მართლმადიდებლები დღეს, მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან

Διαδώστε:
მართლმადიდებლები დღეს, მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, დღეს, მართლმადიდებლები ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან.

ნიშნად უფლის მოწყალებისა ზეციური ცეცხლის გადმოსვლას უფლის საფლავზე მორწმუნეები ყოველ წელს განსაკუთრებული ინტერესით ელიან. ამისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე აგებულ სამლოცველოში, კუვუკლიაში შევა და საფლავი დაიხურება.

მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ლოცვებს აღავლენს.

„წმინდა ცეცხლს“ მომლოცველები საქართველოში დღეს, გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ და ის სააღდგომო ლიტურგიის დროს ტაძრებში გავრცელდება.

მოციქულთა და „წმინდა მამათა“ გადმოცემის თანახმად, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ამავე წყაროების მიხედვით, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

IPN

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων