01 Ιουνίου, 2019

მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს ზეიმობს. თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.

Διαδώστε:

სიონის საკათედრო ტაძარში წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება სრულდება.

წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებთან და მღვდელთმთავრებთან ერთად ასრულებს.

სიონის ტაძარში დაბრძანებულია ჯვარი, რომელიც გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინოს ჰქონდა თან, როდესაც ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში ჩამოვიდა. წმინდა ნინოს ჯვარი მთელი დღის განმავლობაში გამობრძანებული იქნება ტაძრის ცენტრში და მრევლს საშუალება ექნება, ემთხვიოს მას.

წმინდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოში ორჯერ აღვნიშნავთ. პირველ ივნისს – წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს და 27 იანვარს – წმინდა ნინოს გარდაცვალების დღეს.

1tv

Διαδώστε: