03 Μαΐου, 2019

მეუფე ანტონი – დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნა დროული და ძალიან კარგია

Διαδώστε:

დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნა დროული და ძალიან კარგია, – ასე აფასებს ვანისა და ბაღდათის მეუფე ანტონი დავით გარეჯის შესახებ კომისიის შექმნის საკითხს.

„ამაზე გვიან შექმნა უკვე აღარ შეიძლება და ძალიან მინდა, რომ ეკლესიამდე არ მოვიდეს, ჩვენს პასუხისმგებლობამდე არ მოვიდეს ეს, იმიტომ, რომ ეკლესიას არ აქვს დედამიწის მოწყობა მოვალეობაში, მაგრამ თუ შევხედავთ, რომ ვისაც ავალია დედამიწის მოწყობა, ისინი ვერ აწყობენ, მაშინ რეაქციის გარეშე ვერ დავტოვებთ ვერც ჩვენ”, – განაცხადა მეუფემ.

კითხვაზე, როგორ განვითარდება პროცესები, თუკი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ისევ ჩაკეტეს გზა, მეუფე ანტონი აცხადებს: “მე მგონია სახელმწიფო გასცემს პასუხს”.

IPN

Διαδώστε: