26 Απριλίου, 2020

მეუფე გერასიმე – ეკლესიისთვის ერთი კოვზით ზიარება არასდროს შეიცვლება

Διαδώστε:

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს განცხადებით, ზიარების წესში ცვლილების შეტანის საკითხი არ განიხილება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეკლესიისთვის ერთი კოვზით ზიარება არასდროს შეიცვლება.

„მგონი, ეს საკითხი სასულიერო პირებისთვის, მრევლისთვის არ განიხილება. ხედავთ, რომ ყოველ კვირას ადამიანები ეზიარებიან. ეკლესიისთვის ერთი კოვზით ზიარება არასდროს შეიცვლება. მინდა ძალიან გთხოვოთ, რომ თქვენს ეთერში ყველა ტელევიზიამ გაუშვით. არც ერთმა ეკლესიამ არ შეცვალა ეს წესი, გარდა რუსეთის ეკლესიისა. 15 ეკლესია არსებობს და არც ერთს შეუცვლია. რატომ არ ცვლის იერუსალიმი? – არ ჰყავს იერუსალიმს სასულიერო პირები? რატომ არ ცვლის ანტიოქია, მსოფლიოს საპატრიარქო? არც ერთს ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია“,-განაცხადა მეუფემ.

 

ipn.ge

Διαδώστε: