04 Ιουνίου, 2020

მეუფე გიორგი: “ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად, დაიდგას ხუდია ბორჩალოელისა და ერეკლე მეორის ძეგლი”

Διαδώστε:

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ თანამოქალაქეებს გამოსავალს სთავაზობს, რასთან დაკავშირებითაც, ეპარქიის ფეისბუკგვერდზე მცირე მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მივმართავ მარნეულის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას, როგორც ქართველებს ისე აზერბაიჯანელ დებსა და ძმებს, გამოვდივარ ინიციატივით: საბჭოთა იდეოლოგიის, წითელი პირსისხლიანი კომისრის, ნ.ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად, დაიდგას ჩვენი ეროვნული გმირის, აზერბაიჯანელი თანამემამულის, ხუდიასა და ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის ძეგლი, როგორც ქართულ-აზერბაიჯანული ძმობის,სიმტკიცის და ერთობის სიმბოლო.
გიორგი,- ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბისა.”

dogma.ge

Διαδώστε: