14 Οκτωβρίου, 2019

მეუფე გრიგოლის განცხადებით, უკრაინის ავტოკეფალიის თემა სინოდზე განსახილველი საკითხია

Διαδώστε:

სინოდი იმისთვის არსებობს, რომ ყველა მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი იქ დავსვათ, – ასე პასუხობს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ საკითხს. მისივე თქმით, ამ თემებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.

„ეს არის სინოდის სასაუბრო“, – აცხადებს მეუფე გრიგოლი.

ამასთან, მეუფე გრიგოლს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მეუფე პეტრესა და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის დაპირისპირებასთან დაკავშირებითაც, რაზეც მეუფემ განაცხადა, რომ „ყურმოკრულ თემებზე ვერ ისაუბრებს.”

 

Διαδώστε: