26/04/2020 26/04/2020 საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, კოვზი, რომლითაც ზიარება ხდება ღვთაებრივი ენერგიის მატარებელია. როგორც მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი კოვზით ზიარება სახიფათო არ არის. “კოვზი, რომლითაც ხდება ზიარება ეხება იესო ქრისტეს ხორცს და სისხლს. თუ ადამიანი არ ეზიარება და უბრალოდ კოვზს შეეხება, ის არის ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და...
26 Απριλίου, 2020 - 19:44

მეუფე დანიელი – თუ ადამიანი არ ეზიარება და უბრალოდ კოვზს შეეხება, ის არის ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და აუცილებლად განიკურნება, ამაშია ახსნა, თუ რატომ აცხადებს ეკლესია, რომ ერთი კოვზით ზიარება არ არის სახიფათო

Διαδώστε:
მეუფე დანიელი – თუ ადამიანი არ ეზიარება და უბრალოდ კოვზს შეეხება, ის არის ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და აუცილებლად განიკურნება, ამაშია ახსნა, თუ რატომ აცხადებს ეკლესია, რომ ერთი კოვზით ზიარება არ არის სახიფათო

საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, კოვზი, რომლითაც ზიარება ხდება ღვთაებრივი ენერგიის მატარებელია.

როგორც მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი კოვზით ზიარება სახიფათო არ არის.

“კოვზი, რომლითაც ხდება ზიარება ეხება იესო ქრისტეს ხორცს და სისხლს. თუ ადამიანი არ ეზიარება და უბრალოდ კოვზს შეეხება, ის არის ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და ის აუცილებლად განიკურნება. ამაშია ახსნა, თუ რატომ აცხადებს ეკლესია, რომ ერთი კოვზით ზიარება არ არის სახიფათო”,- განაცხადა მეუფე დანიელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საერთო კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია.

„ეს აშკარაა, რომ ისევე როგორც ყველა სახის დისტანცია არის ერთადერთი საშუალება დღეის მდგომარეობით ამ ინფექციისგან თავის დაცვის, რა თქმა უნდა, კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე – არის თუ არა ზიარების დროს გამოყენებული საერთო კოვზი ინფიცირების წყარო და საჭიროა თუ არა სამეცნიერო კვლევა ამის დასადგენად.

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων