06 Μαΐου, 2020

მეუფე იაკობის თქმით, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო დააჩოქეს, პატრიარქი ხალხთან იყო

Διαδώστε:

 

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვა რელიგიური ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც ტაძრებში ხალხის გარეშე ლოცულობდნენ, პატრიარქი ხალხთან ერთად იყო. მისივე თქმით, ბოლოს განვითარებული მოვლენების დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი განსაკუთრებული ერთსულოვნებით გამოირჩეოდა და პირადად მას სინოდის წევრები კიდევ უფრო შეუყვარდა.

palitranews.ge

Διαδώστε: