17/07/2020 17/07/2020 ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სასიკეთოდ აისახება, თუ არა ქვეყანაზე, ეს თავად ადამიანებზეა დამოკიდებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ სხვა ქვეყნებში დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს და ქართულმა საზოგადოებამ ერთმანეთთან დაპირისპირებით ქვეყანა არ დაანგრიოს. „ჩვენ თვითონ უნდა შევეცადოთ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შევცვალოთ. ვფიქრობ, სხვებს უნდა ვუყუროთ და ის შეცდომები არ დავუშვათ, რაც...
17 Ιουλίου, 2020 - 19:17
Τελευταία ενημέρωση: 17/07/2020 - 19:18

მეუფე იაკობი – “ღმერთს ვთხოვ, რომ მშვიდობიანად მიგვიყვანოს არჩევნებზე”

Διαδώστε:
მეუფე იაკობი – “ღმერთს ვთხოვ, რომ მშვიდობიანად მიგვიყვანოს არჩევნებზე”

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სასიკეთოდ აისახება, თუ არა ქვეყანაზე, ეს თავად ადამიანებზეა დამოკიდებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ სხვა ქვეყნებში დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს და ქართულმა საზოგადოებამ ერთმანეთთან დაპირისპირებით ქვეყანა არ დაანგრიოს.

„ჩვენ თვითონ უნდა შევეცადოთ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შევცვალოთ. ვფიქრობ, სხვებს უნდა ვუყუროთ და ის შეცდომები არ დავუშვათ, რაც სხვა ქვეყნებში ხდება. ჩვენი ქვეყანა ერთმანთთან ქიშპით არ უნდა დავანგრიოთ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი შეფასებით, არჩევნები ცივილიზებულ, ნორმალურ საზოგადოებაში უნდა ტარდებოდეს და „ნორმალური ხალხის არჩევა უნდა გვინდოდეს“.

„რასაც ვუყურებ, პირდაპირ გეუბნებით, ვხედავ, რომ გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში დარჩენა უნდათ და ეგ არის, სხვა არაფერი. საკონსტიტუციო უმრავლესობით კიდევ სხვა ძალა არ მოვა და რაღაცები, რაც ჩანს, ასეა, რადგან ხალხთან ურთიერთობა მაქვს. შეიძლება ბევრი ადამიანი შეიკრიბოს, მაგრამ ალბათ, როდესაც მოსვლა გინდა, თვალწინაც უნდა იყურებოდე და რაღაც შეცდომები არ უნდა დაუშვა, არც მანამდე, თუ ხელისუფლებაში იყავი და არც ახლა ეკლესიის წინააღმდეგ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გულისხმობდა ის თუ არა ოპოზიციას, მეუფე იაკობმა განმარტა, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. „ვინც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის პოზიცია-ოპოზიცია, ყველა ჩემი მოქალაქეა და ჩემი ქვეყნის შვილია. ამიტომ, მას არ ვყოფ. მთავარია, სახელმწიფოს რაც წაადგება, ისე მოვიქცეთ და ვიმოქმედოთ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან მედიასთან აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესაძლო შემცირებაზეც გააკეთა კომენტარი და დასძინა, რომ ეს საყურადღებო თემაა. თუმცა, მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ აშშ-ს კონგრესში 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების თაობაზე წარდგენილი კანონპროექტი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე გავლენას ვერ იქონიებს.

„ზოგადად, ამერიკელების პოზიცია პოზიციასა და ოპოზიციაზეც ვიცი, ამის ნაკლებობა არ მაქვს, უფრო ფართო სპექტრიდან, ვიდრე ახლა გამოხატავენ. ვფიქრობ, დღეს ეს ყურადსაღებია, მაგრამ არჩევნების შედეგზე მნიშვნელობას ვერ იქონიებს იმიტომ, რომ არჩევნებს ქართველი ერი ატარებს“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

„ღმერთს ვთხოვ, რომ მშვიდობიანად მიგვიყვანოს არჩევნებზე, – განაცხდა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.

მან კორონავირუსზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სტატისტიკურმა მონაცემებმა ადამიანების გარდაცვალებით ან დაინფიცირებით გამოწვეული მწუხარება არ უნდა გადაფაროს.

„ღმერთს ვთხოვ, რომ მშვიდობიანად მიგვიყვანოს არჩევნებზე იმიტომ, რომ რაც არ უნდა მოხდეს არჩევნებზე, პირდაპირ ვიტყვი, იმის ილუზია არ მაქვს, რომ უცბად გამოვასწორებთ რამეს. თუ ერთობა არ გვექნება, თუ ასეთი დანაწევრება იქნება, როგორც ვართ, ჩვენ ერს მომავალი არ ექნება და სხვა ერებივით შევრცხვებით. თუ არა ღმერთი, ვინც გვინახავდა აქამდე საქართველოს, რამე გვატკინა? ძალიან ძნელია, 15 ტრაგიკული შემთხვევა იყო, 15 ადამიანი გარდაიცვალა ამ დაავადებით. ცუდი ის არის, მსოფლიოში სტატისტიკაში გადაიყვანეს და ადამიანზე კი აღარ ფიქრობენ, გული კი არ შესტკივათ, სტრატისტიკაა, რამდენი მოკვდა, რამდენი დაავადდა. სტატისტიკაზე არ უნდა გადავიდეთ, ჩვენ ყველას ტკივილი უნდა გვტკიოდეს. გაიხარეთ! იცოდეთ, რომ ყველანაირი წნეხის მიუხედავად, ჩვენი ეკლესია ღმერთს არ დაშორებია, ჩვენი ერი ღმერთს არ დაშორებია, ამას რასაც ხედავ, ამ სიხარულს, ამდენი ხალხი ხართ ახლა აქ, არც შიმშილი არ იქნება ისეთი საქართველოში, როგორიც მსოფლიოშია, უფალი აუცილებლად შეგვეწევა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων