17 Μαΐου, 2020

მეუფე იაკობი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეზე – ცხოვრობ მასე?-იცხოვრე, მაგრამ რატომ აკეთებ პროპაგანდას?

Διαδώστε:

ცხოვრობ მასე? იცხოვრე, მაგრამ რატომ აკეთებ პროპაგანდას? – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სასულიერო პირი რომ არ იყოს, მისთვის ასეთი ცხოვრების წესი მაინც მიუღებელი იქნებოდა.

„ჩვენთვის, არა თუ კაცის კაცთან, ქალის ქალთან, კაცის და ქალის არაქორწინებითი ურთიერთობაც ცოდვად ითვლება. როგორ შეიძლება ნებისმიერი სახის ცოდვა გამოვარჩიოთ ერთმანეთისგან, რადგან ისინი ამ ტრადიციის მიმდევრები არიან და ასე უყურებენ. ჩემთვის მიუღებელია, სასულიერო პირი რომ არ ვიყო, მაინც მიუღებელია. ცხოვრობ მასე? იცხოვრე, მაგრამ გამოხვიდე, თავს მომახვიო, რატომ აკეთებ პროპაგანდას”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

 

ipn.ge

Διαδώστε: