02 Μαΐου, 2020

მეუფე იოანემ ქუთაისელებს „გვირილობის“ დღესასწაული მიულოცა – „ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ“

Διαδώστε:

„გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბაგრატის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აღავლინა. მეუფემ ქუთაისელებს „გვირილობის“ დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

„ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ“, – აღნიშნა მეუფე იოანემ.

შუადღეს ქუთაისში მოქმედ ყველა ტაძარში სადღესასწაულო-საზეიმო ზარები დაირეკა.

გუშინ მეუფემ იოანემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

 

1tv.ge

Διαδώστε: