21/04/2020 21/04/2020 ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, ეკლესიაში დიდი პანაშვიდი 28 აპრილს ჩატარდება და სურვილის შემთხვევაში, მორწმუნეები ტაძარში მივლენ. როგორც მეუფემ აღნიშნა, ეკლესია სასაფლაოზე გასვლას არ კრძალავს. „საეკლესიო ტრადიციით, ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესია პანაშვიდებს არ იხდის. პანაშვიდს კვირაცხოვლობის სამშაბათს იხდის. ის, რომ საქართველოში დამკვიდრებულია ტრადიცია აღდგომის შემდეგ ორშაბათს გასვლა, ეს ადგილობრივი ხალხური მოვლენაა და რადგან ხელისუფლებამ...
21 Απριλίου, 2020 - 19:33

მეუფე იოანე აცხადებს, რომ პანაშვიდი ეკლესიაში სამშაბათს, 28 აპრილს ჩატარდება

Διαδώστε:
მეუფე იოანე აცხადებს, რომ პანაშვიდი ეკლესიაში სამშაბათს, 28 აპრილს ჩატარდება

ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, ეკლესიაში დიდი პანაშვიდი 28 აპრილს ჩატარდება და სურვილის შემთხვევაში, მორწმუნეები ტაძარში მივლენ.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ეკლესია სასაფლაოზე გასვლას არ კრძალავს.

„საეკლესიო ტრადიციით, ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესია პანაშვიდებს არ იხდის. პანაშვიდს კვირაცხოვლობის სამშაბათს იხდის. ის, რომ საქართველოში დამკვიდრებულია ტრადიცია აღდგომის შემდეგ ორშაბათს გასვლა, ეს ადგილობრივი ხალხური მოვლენაა და რადგან ხელისუფლებამ დაადგინა რეგულაცია, რომ 21 რიცხვის ჩათვლით, ანუ ხვალ და ზეგ თავი შეიკავონ სასაფლაოზე გასვლისგან, ეს არ ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებს. ეს ეხება კვირაცხოვლობის მომდევნო სამშაბათს, 28 აპრილს. ასე რომ, ვფიქრობ, აქ შეზღუდვა არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ეკლესიაში დიდ პანაშვიდს გადაიხდიან და ვისაც აქვს სურვილი, რომ ეკლესიურად მოიხსენოს, ეკლესიაში მოვა. ეკლესია სასაფლაოზე გასვლას არ კრძალავს. დაველოდოთ, ხელისუფლება ჩვენი უსაფრთხოებისთვის ზრუნავს და თუ რამე ახალი რეგულაცია იქნება, გავიგებთ, მაგრამ დღეისთვის ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზს და საბაბს, რომ ხალხმა ეს შეზღუდვა გააპროტესტოს, რომ ორშაბათი არ არის დადგენილი წესი“, – აცხადებს მეუფე იოანე გამრეკელი.

ცნობისთვის, მეუფე იოანემ თავდაპირველად, სააღდგომო ლიტურგიის შემდეგ ქადაგების დროს განაცხადა, რომ სამშაბათს პარაკლისს გადაიხდიდა.

„რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენზე ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება და 21 სამშაბათია. ასე რომ, სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს მე მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ”, – განაცხადა მეუფე იოანემ ქადაგებს შემდეგ.

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων