14 Οκτωβρίου, 2019

მეუფე მელქისედეკი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე – ყველა მენანება ციხისთვის – სამწუხარო რა არის იცით? რა მოხდა, დღესაც არ ვიცი

Διαδώστε:

მე მარტო დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ ვემხრობი. ზოგადად, ეკლესია არ არის მომხრე, რომ ვინმე ციხეში იყოს, – ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მან დღემდე არ იცის, რა მოხდა მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით.

„მე მარტო მამალაძეს არ ვემხრობი. ზოგადად, ეკლესია არ არის მომხრე, რომ ვინმე ციხეში იყოს. უფალი გვასწავლის, რომ ციხეში შევიდეთ, ყველა ვანუგეშოთ. ყველა მენანება ციხისთვის. სამწუხარო რა არის იცით? რა მოხდა, დღესაც არ ვიცი“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

 

Διαδώστε: