12 Μαΐου, 2020

მეუფე მიქაელი – მხარს ვუჭერ ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი

Διαδώστε:

მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი,

„როგორი სიყვარული გაქვთ ჩვენი, როგორი ბედნიერი ვარ, რომ ასე ზრუნავთ ჩვენზე და გაინტერესებთ ჩვენი ვაქცინაცია და ჯანმრთელობა, მოკლედ გახარებული ვარ. რა არის ეს ვაქცინა, ერთი რა ხდება? მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. ასეთი ვაქცინა უნდა მოვიფიქროთ. კორონას ვაქცინაციაზე არის მაცხოვრის ხორცი და სისხლი საკურნებელად სულისა და ხორცისა, ასევე ნაკურთხი წყალი. მე ვაქცინები გავიკეთე რომ დავიბადე მაშინ, მაგრამ არ მახსოვს პატარა ვიყავი. იმის შემდეგ ვაქცინა არ გამიკეთებია, მაგრამ მე მგონი, არ გამოვიყურები ცუდად, კარგად გამოვიყურები“, – განუცხადა მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს.

 

 

interpressnews.ge

Διαδώστε: