15/12/2019 15/12/2019 იწყალებენ დამნაშავეს, მართალ ადამიანს არ იწყალებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თემაზე განუცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებენ, ოღონდ შეწყალება რთული პროცესია. „ვფიქრობ, არ არის აუცილებელი მისი ციხეში ჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, დანაშაული ჩადენილია. ჩვენს ქვეყანაში არის წესი, რომ საბრალდებო დასკვნა...
15 Δεκεμβρίου, 2019 - 18:00

მეუფე ნიკოლოზი – დეკანოზი გიორგი მამალაძე ზის ციხეში და შეწყალებას ითხოვს, ესე იგი, რაღაც დააშავა, ვფიქრობ, შეწყალება აუცილებელია

Διαδώστε:
მეუფე ნიკოლოზი – დეკანოზი გიორგი მამალაძე ზის ციხეში და შეწყალებას ითხოვს, ესე იგი, რაღაც დააშავა, ვფიქრობ, შეწყალება აუცილებელია

იწყალებენ დამნაშავეს, მართალ ადამიანს არ იწყალებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თემაზე განუცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებენ, ოღონდ შეწყალება რთული პროცესია.

„ვფიქრობ, არ არის აუცილებელი მისი ციხეში ჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, დანაშაული ჩადენილია. ჩვენს ქვეყანაში არის წესი, რომ საბრალდებო დასკვნა არ არის ხელმისაწვდომი დოკუმენტი, საჯარო ინფორმაცია არ არის, ამიტომ ვერაფერს ვამბობ, მაგრამ ზის ციხეში და შეწყალებას ითხოვს ადამიანი ესე იგი, რაღაც დააშავა. მე ვთვლი, რომ შეწყალება კარგია და აუცილებელი. იწყალებენ დამნაშავეს, მართალ ადამიანს არ იწყალებენ. ჩვენ ის შევიწყალეთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων