26/04/2020 26/04/2020 აბსოლუტურად სწორია, რასაც პრემიერი ამბობს, რადგან ამას საერო პოზიციიდან საუბრობს. ჩვენ საეკლესიო და ღვთაებრივი პოზიციიდან ვამბობთ, რომ საფრთხის შემცველი არ არის , – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, ზიარება მისტიკა და საიდუმლოებაა და ამ საიდუმლოების ძალით ხდება სასწაული. „აბსოლუტურად სწორია, რასაც ამბობს, რადგან ამას საერთო პოზიციიდან საუბრობს....
26 Απριλίου, 2020 - 19:46
Τελευταία ενημέρωση: 26/04/2020 - 19:49

მეუფე ნიკოლოზი – სწორია, რასაც პრემიერი ამბობს, რადგან საერო პოზიციიდან საუბრობს, ჩვენ საეკლესიო და ღვთაებრივი პოზიციიდან ვამბობთ, რომ ზიარების კოვზი საფრთხის შემცველი არ არის

Διαδώστε:
მეუფე ნიკოლოზი – სწორია, რასაც პრემიერი ამბობს, რადგან საერო პოზიციიდან საუბრობს, ჩვენ საეკლესიო და ღვთაებრივი პოზიციიდან ვამბობთ, რომ ზიარების კოვზი საფრთხის შემცველი არ არის

აბსოლუტურად სწორია, რასაც პრემიერი ამბობს, რადგან ამას საერო პოზიციიდან საუბრობს. ჩვენ საეკლესიო და ღვთაებრივი პოზიციიდან ვამბობთ, რომ საფრთხის შემცველი არ არის , – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ზიარება მისტიკა და საიდუმლოებაა და ამ საიდუმლოების ძალით ხდება სასწაული.

„აბსოლუტურად სწორია, რასაც ამბობს, რადგან ამას საერთო პოზიციიდან საუბრობს. ჩვენ საეკლესიო და ღვთაებრივი პოზიციიდან ვამბობთ, რომ საფრთხის შემცველი არ არის. ექიმები, პრემიერ-მინისტრი, ადამიანები, მეცნიერები ვალდებულები არიან, რომ ეს თქვან, მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არსებობს ღმერთი-იესო ქრისტე, რომელიც თავის სისხლსა და ხორცს საჭმელად და სასმელად გვაძლევს, ამაზე რას იტყვიან პრემიერ-მინისტრი და ექიმები? ვერაფერს იტყვიან, რადგან ეს არის მისტიკა, საიდუმლოება. ამ საიდუმლოების ძალით ხდება სასწაული“,-განაცხადა მეუფემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ საერთო კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია.

„ეს აშკარაა, ისევე, როგორც ყველა სახის დისტანცია არის ერთადერთი საშუალება დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, ამ ინფექციისგან თავის დაცვის, რა თქმა უნდა, კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων