ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით ეპისკოპოსმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. როგორც ვიდეომიმართვაში ეპისკოპოსი განმარტავს, კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევის პასუხი 2 დღეში იქნება.
მისივე განმარტებით, მას კორონავირუსით დაინფიცირებულთან ერთი კვირის წინ ჰქონდა შეხება. შესაბამისად, თავის დაზღვევის მიზნით, მან ტესტირება ჩაიტარა.
„დღეს, 3 საათზე, გავიკეთე ჩქარი ტესტი, ორ დღეში პასუხი მეცოდინება მეც ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი“, – აცხადებს ეპისკოპოსი საბა.
ეპისკოპოსის განმარტებით, მან დღეს წირვის ჩატარებისგან თავი შეიკავა.
interpressnews.ge