18/10/2020 18/10/2020 ჩვენ მშვიდობის სული უნდა შევინარჩუნოთ, რომ არ გვქონდეს სიძულვილი და უსიყვარულობა ჩვენს გულში და ამით ჩვენ გავძლიერდებით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში გამართულ წირვაზე განაცხადა. ამასთან, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობის არსი. “ვხედავთ, რომ ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობის არსი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი...
18 Οκτωβρίου, 2020 - 17:34
Τελευταία ενημέρωση: 18/10/2020 - 17:35

მეუფე შიო: “ვხედავთ, რომ ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობის არსი”

Διαδώστε:
მეუფე შიო: “ვხედავთ, რომ ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობის არსი”

ჩვენ მშვიდობის სული უნდა შევინარჩუნოთ, რომ არ გვქონდეს სიძულვილი და უსიყვარულობა ჩვენს გულში და ამით ჩვენ გავძლიერდებით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში გამართულ წირვაზე განაცხადა.

ამასთან, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობის არსი.

“ვხედავთ, რომ ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობის არსი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი ეკლესიაშიც დადის და უფრო ფიქრობენ, რომ ჩვენი სარწმუნოების გარეგნული მხარის დაცვა არის საკმარისი იმისთვის, რომ ქრისტიანები გვეწოდოს და ამ დროს ავიწყდებათ შინაგანი მხარე. ღმერთისთვის სწორედ შინაგანი მხარეა მთავარი, თუ რა გვაქვს ჩვენ სულში და გარეგნული მხარე – ჯვრის ტარება, ეკლესიაში თავის დროზე მოსვლა და ლოცვების წაკითხვა აზრს კარგავს, თუ არ არის შინაგანი მხარე”, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.


dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων