17/05/2019 17/05/2019 მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სასულიერო პირთა ნაწილი და რიგითი მოქალაქეები აქციას მართავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზმა გაბრიელ ჩადუნელმა განუცხადა, აქციის მთავარი მიზანია მთავრობამ და საზოგადოებამ გაიგოს, რომ „ქართველი ერი წავა ყველა იმ ცოდვის წინააღმდეგ, რომელიც გადაშენებას, შთამომავლობის გარყვანას უწყობს ხელს“. დეკანოზის განცხადებით, შეკრებილი მოქალაქეები მშვიდობიანი ფორმით აფიქსირებენ თავიანთ აზრს. „ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი და მიზეზია ის, რომ...
17 Μαΐου, 2019 - 19:43

მთავრობის ადმინისტრაციასთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები აქციას მართავენ

Διαδώστε:
მთავრობის ადმინისტრაციასთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სასულიერო პირთა ნაწილი და რიგითი მოქალაქეები აქციას მართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზმა გაბრიელ ჩადუნელმა განუცხადა, აქციის მთავარი მიზანია მთავრობამ და საზოგადოებამ გაიგოს, რომ „ქართველი ერი წავა ყველა იმ ცოდვის წინააღმდეგ, რომელიც გადაშენებას, შთამომავლობის გარყვანას უწყობს ხელს“.

დეკანოზის განცხადებით, შეკრებილი მოქალაქეები მშვიდობიანი ფორმით აფიქსირებენ თავიანთ აზრს.

„ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი და მიზეზია ის, რომ მისმა უწმინდესობამ დააკანონა ოჯახის სიწმინდის დღე. ერთის მხრივ ეს არის ჩვენი ბედნიერება, რომ როგორც ერი მოვედით ტრადიციების, ოჯახის სიწმინდიდან გამომდინარე. აქ შეკრების მიზანი არის, რომ ქართველი ერი არ წავა ყველა იმ ცოდვის წინააღმდეგ, რომელიც გადაშენებას, შთამომავლობის გარყვნას შეუწყობს ხელს. საქართველო არ არის ის ადგილი, სადაც სოდომისა და გომორის ცოდვას შეუწყობენ ხელს”, – განაცხადა დეკანოზმა გაბრიელ ჩადუნელმა.

აქციის მონაწილეთა ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან 17:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით ფეხით მსვლელობას შეუერთდება, ნაწილი კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციას ღამის საათებშიც გააგრძელებს.

18.00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან კიდევ ერთი აქცია იგეგმება, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები გამართავენ და რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებიან ლგბტ თემის პროპაგანდას საქართველოში.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები, აქციაზე ამ დროისთვის ექსცესები არ დაფიქსირებულა.

IPN

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων