08 Νοεμβρίου, 2020

მიტროპოლიტი წირვის დროს გარდაიცვალა [ვიდეო]

Διαδώστε:

3 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, 8 ნოემბერს, საღმრთო ლიტურგიის აღსრულებისას 83 წლის ასაკში, გარდაიცვალა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული მღვდელმთავარი, მანის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი (კორაკიტისი)

2017 წლის, 8 ნოემბერს, მღვდელმთავარი აღასრულებდა ლიტურგიას, არეოპოლის წმინდათა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, რომელთა ხსენებასაც ეკლესია სწორედ ამ დღეს აღნიშნავს.
წმინდა ევქარისტიული კანონის შესრულებისას, მიტროპოლიტს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.

 

 

wenews.ge

Διαδώστε: