15/03/2020 15/03/2020 გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე იქადაგა. მიტროპოლიტმა, საზოგადოებაში არსებული კითხვების პასუხად, ზიარების არსი დეტალურად განმარტა, ასევე, მრევლს კურთხევა მისცა, ინფიცირებულებისთვის ილოცონ. პარალელურად, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ასაკოვანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რისკჯგუფში არიან, ახალგაზრდა სტიქაროსნებს ცხელი ხაზის შექმნის კურთხევა მისცა, რის საშუალებითაც,...
15 Μαρτίου, 2020 - 23:58

მიტროპოლიტმა ანდრიამ მრევლს კურთხევა მისცა ინფიცირებულებისთვის ილოცონ

Διαδώστε:
მიტროპოლიტმა ანდრიამ მრევლს კურთხევა მისცა ინფიცირებულებისთვის ილოცონ

გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე იქადაგა.

მიტროპოლიტმა, საზოგადოებაში არსებული კითხვების პასუხად, ზიარების არსი დეტალურად განმარტა, ასევე, მრევლს კურთხევა მისცა, ინფიცირებულებისთვის ილოცონ.

პარალელურად, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ასაკოვანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რისკჯგუფში არიან, ახალგაზრდა სტიქაროსნებს ცხელი ხაზის შექმნის კურთხევა მისცა, რის საშუალებითაც, მოხუც ან ავადმყოფ მოქალაქეებს გარკვეულ დახმარებას გაუწევენ.

ქადაგების დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტის წინამძღვრობით, სასულიერო პირებმა ქალაქი აკურთხეს.

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων