15 Δεκεμβρίου, 2020

მიტროპოლიტ სვიმეონის წერილი საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდს

Διαδώστε:

 

ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულების აღნიშვნის შესახებ ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს საგანგებო წერილით მიმართა ახალი სმირნის მიტროპოლიტმა სვიმეონმა.

მღვდელმთავარი თავის წერილში გამოხატავს გაკვირვებასა და იმედგაცრუებას, რომ შობისა და ნათლისღების დღესასწაულებზე მრევლი ტაძრებში ღვთისმსახურებაზე დასწრებას ვერ შეძლებს.

“ჩვენი სამღვდელოება და ქრისტიანი ერი იმედგაცრუებამ და აღშფოთებამ მოიცვა! ყველა გვადანაშაულებს იერარქებს კომპრომისზე წასვლაში”, აღნიშნავს მიტროპოლიტი სვიმეონი თავის წერილში.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ტაძრებში ღვთისმსახურების აღვლენის ნება დაერთო მხოლოდ სამღვდელოებას, მრევლის გარეშე.
wenews.ge

Διαδώστε: