06 Μαρτίου, 2020

მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ზედამხედველობითა და ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სასულიერო პირებისა და თეოლოგებისგან შემდგარი ლიტურგიკული საკითხების შემსწავლელი საინიციატივო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.

Διαδώστε:

🔹 შეხვედრაზე განიხილეს და იმსჯელეს შემდეგ თემებზე:
✔ ნათლობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
✔ მარხვის თაობაზე;
✔ ღვთისმსახურების დროს სასულიერო პირების მიერ საიდუმლო ლოცვების კითხვის წესი შესახებ;
✔ ყველიერისა და ბრწყინვალე შვიდეულის კვირებში, ასევე – შობიდან ნათლისღებამდე პერიოდში გამონაკლისის შემთხვევაში ჯვრისწერის დაშვების თაობაზე;
✔ არასამარხვო პერიოდში მორწმუნის ზიარებისათვის მომზადდების წესის შესახებ.
🔹️ ჯგუფის მუშაობის დროს წამოჭრილი მოსაზრებები და დასკვნები, მათ შორის – ჯვრისწერის გამონაკლისის სახით დაშვება-აკრძალვის საკითხი ყველიერის, ბრწყინვალე შვიდეულისა და შობიდან ნათლისღებამდე პერიოდის განმავლობაში, წარედგინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი).

Διαδώστε: