13 Σεπτεμβρίου, 2020

„მოვუსმინოთ ახალ თაობას“

Διαδώστε:

გასულ კვირას ბაკურიანში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ICSU-დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების ერთობლივი პროექტის „მოვუსმინოთ ახალ თაობას“ ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებსა და მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო ქრისტიანული აზროვნების მთავარი პრინციპების ახალგაზრდებისათვის მათთვის გასაგები ენით მიწოდება და გაცნობა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და დეკანოზი დავით ტატანაშვილი ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო და აქტუალური საკითხების თაობაზე ესაუბრნენ, უპასუხეს მათ კითხვებს ეკლესიის, რელიგიის, სასულიერო პირების შესახებ.

ორსაათიანმა შეხვედრამ მეტად მეგობრულ და თბილ ვითარებაში ჩაიარა.

ახალგაზრდების დაინტერესებიდან გამომდინარე, დაიგეგმა მსგავსი შეხვედრის თბილისში გამართვა, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუწევს.

Διαδώστε: