05 Δεκεμβρίου, 2020

მონტენეგროს სამიტროპოლიტო კათედრის მოსაყდრე მონტენეგროს მოსახლეობას მიმართავს

Διαδώστε:

სერბეთის ეკლესიის მონტენეგროს სამიტროპოლიტო კათედრის მოსაყდრე, ეპისკოპოსი იოანიკე მონტენეგროს მოსახლეობას მიმართავს:

“ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ექიმებითა და სამედიცინო პერსონალით, რომლებიც გმირული გზით იბრძვიან თითოეული პაციენტისთვის თვეების განმავლობაში, შეფერხების გარეშე. ვფიქრობ თითოეულ ჩვენგანს უნდა აინტერესებდეს ჩვენი ჯანმრთელობა.

ჩვენ ვიცით, რომ მედპერსონალს თითქმის უკვე ენერგია აქვს ამოწურული. ამრიგად ვთხოვ ღმერთს მათ გაძლიერებას, რომ ასევე ყველა პაციენტი განიკურნოს.

ექიმების მოთმინების იმედი გვაქვს, რომ მალე, ღვთის დახმარებით, მედიცინის მიღწევების გამოყენებითა და ექიმების გმირული მოქმედებით, ჩვენ გადავლახავთ ამ საშიშს და საშინელი ჭრილობას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანსა და ყველა კარგ ადამიანს, გააგრძელონ ყველა საჭირო ზომის დაცვა. ამ გზით, როგორც პასუხისმგებლიანი და ცივილიზებული საზოგადოება, ჩვენ უკეთესად დავეხმარებით პაციენტებსა და მათ ოჯახებს, გავუწევთ ძლიერ ადამიანურ დახმარებას ექიმებს და დავიცავთ ჯანმრთელ ადამიანებს ახალი დაავადებისგან, რომელიც ასე მძვინვარებს”, – აღნიშნა ეპისკოპოსმა იოანიკემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა მონტენეგროს მიტროპოლიტი ამფილოქე.

 

wenews.ge

Διαδώστε: