16 Μαΐου, 2020

მონტენეგროში აქციების შემდეგ, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 8 სასულიერო პირი გაათავისუფლეს

Διαδώστε:

მონტენეგროში, საპროტესტო აქციების შემდეგ, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 8 სასულიერო პირი გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესის დროს, ასობით ადამიანი შენობასთან შეიკრიბა და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა.

ცნობისთვის, სასულიერო პირები 12 მაისს დააკავეს, მას შემდეგ რაც მათ ნიკსიქის ქალაქში რელიგიური მსვლელობა გამართეს, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. მონტენეგროს გადაწყვეტილება ოფიციალურმა ბელგრადმაც გააკრიტიკა.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ცენტრალური ბიურო ავრცელებს.

 

1tv.ge

Διαδώστε: