19 Νοεμβρίου, 2020

მორიგი თავდასხმა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსზე

Διαδώστε:

როგორც ცნობილია, ამ წუთებში მსოფლიო საპატრიარქოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი შეხვედრა პატრიარქ ბართლომეოსსა და ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის. ამერიკელი დიპლომატი თურქეთში მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად ჩავიდა. თურქეთის მთავრობისთვის კი ეს მიუღებელი აღმოშნდა.

თურქულმა ხელისუფლებამ საპასუხოდ საინფორმაციო თავდასხმა განახორციელა. თურქულ პრესაში აქტიურად ვრცელდება მსოფლიო საპატრიარქოს მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდებები, რომ თითქოს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალება სწორედ პატრიარქ ბართლომეოსმა დაგეგმა, რაც რა თქმა უნდა, არასერიოზულია.

ამის შესახებ განსაკუთრებულად გამოწმვევი აღმოჩნდა თურქული ცნობილი გაზეთის “Aydinlik” აღმოჩნდა, რაც თურქი მოსახლეობის გაღიზიანებისკენ იყო  მიმართული. პროპაგანდისტული და მტრული სტატია, რომელიც პომპეოს მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრას აპროტესტებდა, ასეთი სათაური დაურთეს: “აქ ჩანს საპატრიარქოს FETÖ-სთან [სახელმწიფო გადატრიალებასთან] კავშირი“.

გარდა ამისა, სწორედ თურქული პრესისა და ხელისუფლების წაქეზებით მსოფლიო საპატრიარქო რეზიდენციის წინ თავი მოიყარეს “თურქი ახალგაზრდების კავშირის” წევრებმა, სადაც მაიკ პომპეოს მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრასა და თურქეთის ხელისუფლების იგნორირებას აპროტესტებენ.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს დაუკავშირდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

wenews.ge

Διαδώστε: