მოსკოვში ტარდება კონფერენცია თემაზე: „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები”
2024 წლის 14 ნოემბერს, წმინდა ანდრია რუბლიოვის სახ. ძველი რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალურ მუზეუმში (ЦМиАР) გაიხსნა XII ყოველწლიური სამეცნიერო საკითხავები „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“, რომელიც ეძღვნება ამ მუზეუმის ორგანიზატორსა და პირველ დირექტორს, დავით ილიას ძე არსენიშვილს (1905-1963).
კონფერენციის დაწყებამდე მოსკოვის სპასო-ანდრონიკოვის მონასტრის სპასკის საკათედრო ტაძარში დავით არსენიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა.
კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს შორის არიან ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია); ЦМиАР-ის დირექტორის მოადგილე განვითარების დარგში ს.ე. ბოგატირიოვი; მოსკოვის წმინდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის სახ. ქართული ტაძრის სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე კრეჩეტოვი; მუზეუმის თანამშრომლები და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.
საკითხავების დაწყებამდე ნაჩვენები იქნა დავით არსენიშვილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი „დაუვიწყარნი“. შემდეგ წმინდა გიორგის სახელობის ქართული სამრევლოს გუნდმა გალობები შეასრულა.
გახსნის ცერემონიაზე კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ანდრია რუბლიოვის სახ. ძველი რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალური მუზეუმის დირექტორის მოადგილე განვითარების დარგში ს.ე. ბოგატირიოვი.
გაჟღღერდა მისალმება, რომლითაც დამსწრეებს მიმართა საქართველოს ბიზანტისტთა ეროვნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის პროფესორმა ნ.ზ. ვაჩნაძემ.
პლენარული სხდომის დასაწყისში მოხსენება „ქრისტიანული ეგვიპტე: რაიფი“ წარადგინა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
საკითხვების პროგრამა, რომელიც 15 ნოემბრამდე გაგრძელდება, მოიცავს მოხსენებებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანული ხელოვნების შესწავლის საკითხებს ეძღვნება.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.