27/03/2020 27/03/2020 რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვში განლაგებული ტაძრები არ დაიხურება კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად. ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურმა განაცხადა პანდემიის თაობაზე პატრიარქთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის შემდეგ. მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, „თავი შეიკავოს რელიგიური ობიექტების მონახულებისგან“. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში აღნიშნეს, რომ გაგებით ეკიდებიან სამოქალაქო ხელისუფლების რეკომენდაციებს, მაგრამ ამასთან განაცხადეს, რომ „სასულიერო პირების...
27 Μαρτίου, 2020 - 11:21

მოსკოვში ტაძრებს არ დახურავენ

Διαδώστε:
მოსკოვში ტაძრებს არ დახურავენ

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვში განლაგებული ტაძრები არ დაიხურება კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად. ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურმა განაცხადა პანდემიის თაობაზე პატრიარქთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის შემდეგ.

მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, „თავი შეიკავოს რელიგიური ობიექტების მონახულებისგან“.

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში აღნიშნეს, რომ გაგებით ეკიდებიან სამოქალაქო ხელისუფლების რეკომენდაციებს, მაგრამ ამასთან განაცხადეს, რომ „სასულიერო პირების მოვალეობა სრული მოცულობით იქნება აღსრულებული მორწმუნე ადამიანების მიმართ, რომლებსაც აუცილებლად მიაჩნიათ, ამ მძიმე დროს ტაძარში მივიდნენ თავიანთი ახლობლებისა და ჩვენი ხალხისთვის სალოცავად.“

“რადიო თავისუფლება”

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων