27 Μαρτίου, 2020

მოსკოვში ტაძრებს არ დახურავენ

Διαδώστε:

MOSCOW, RUSSIA - NOVEMBER 3, 2019: Patriarch Kirill of Moscow and All Russia performs a religious service at the Cathedral of Christ the Saviour to mark the reunion of the Russian Orthodox Church and its archdiocese in Western Europe. Alexander Shcherbak/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Ïàòðèàðõ Ìîñêîâñêèé è âñåÿ Ðóñè Êèðèëë âî âðåìÿ áîæåñòâåííîé ëèòóðãèè â êàôåäðàëüíîì ñîáîðíîì Õðàìå Õðèñòà Ñïàñèòåëÿ, ïîñâÿùåííîé âîññîåäèíåíèþ çàïàäíîåâðîïåéñêîé Àðõèåïèñêîïèè ðóññêèõ ïðèõîäîâ ñ Ðóññêîé ïðàâîñëàâíîé öåðêîâüþ. Àëåêñàíäð Ùåðáàê/ÒÀÑÑ

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვში განლაგებული ტაძრები არ დაიხურება კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად. ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურმა განაცხადა პანდემიის თაობაზე პატრიარქთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის შემდეგ.

მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, „თავი შეიკავოს რელიგიური ობიექტების მონახულებისგან“.

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში აღნიშნეს, რომ გაგებით ეკიდებიან სამოქალაქო ხელისუფლების რეკომენდაციებს, მაგრამ ამასთან განაცხადეს, რომ „სასულიერო პირების მოვალეობა სრული მოცულობით იქნება აღსრულებული მორწმუნე ადამიანების მიმართ, რომლებსაც აუცილებლად მიაჩნიათ, ამ მძიმე დროს ტაძარში მივიდნენ თავიანთი ახლობლებისა და ჩვენი ხალხისთვის სალოცავად.“

“რადიო თავისუფლება”

 

dogma.ge

Διαδώστε: