27 Αυγούστου, 2019

მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა წლის ბოლოს დასრულდება

Διαδώστε:

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკი დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება დაახლოებით 1. 4 მილიონი ლარია. სამუშაოები ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებას. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას.

პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია გაეცნო.

1tv.ge

Διαδώστε: