26 Δεκεμβρίου, 2018

მსოფლიო პატრიარქი – რუსეთში ჰგონიათ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის სანაცვლოდ პოროშენკომ ფული გადამიხადა

Διαδώστε:

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს თქმით, რუსეთში ამტკიცებენ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის სანაცვლოდ მან თანხა მიიღო. ეს განცხადება კონსტანტინოპოლის პატრიარქმა შობის ღამეს ბავშვებისთვის ტკბილეულის დარიგებისას გააკეთა. შესაბამისი ვიდეოჩანაწერი მსოფლიო საპატრიარქომ გაავრცელა.

„პრეზიდენტ პოროშენკოს აქვს შოკოლადი ქარხანა, როგორც პრეზიდენტი ტრამპი, ისიც ბიზნესმენია. მან კანდიდატურა წარადგინა და გაიმარჯვა. რუსეთი მადანაშაულებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მე ფული მივიღე. ფული არ ამიღია, არამედ ბევრი ტკბილეული წამოვიღე“, – იხუმრა ბართლომემ, რის შემდეგაც შოკოლადი ბავშვებს დაურიგა.

მსოფლიო პატრიარქმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას მიიღებდა. 15 დეკემბერს კიევში უკრაინაში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების გამაერთიანებელი კრება გაიმართა, რომელზეც ახალჩამოყალიბებული ეკლესიის მეთაურად 39 წლის ეპიფანე აირჩიეს.

Διαδώστε: