24 Δεκεμβρίου, 2020

“მხოლოდ ეკლესია აცხოვნებს, და არა ჩვენ ვაცხოვნებთ ეკლესიას” – ალექსანდრიის პატრიარქი

Διαδώστε:

 

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა უნეტარესმა თეოდორე მეორემ 2020 წლის საშობაო ეპისტოლეში ეკლესიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა:

“შეუძლებელია, ძმებო და შვილებო, მხოლოდ გვიყვარდეს და ვსაუბრობდეთ ქრისტეზე ეკლესიის გარეშე!.. ჩვენ ქრისტეს ეკლესიის მეშვეობით გვრწამს და თაყვანს ვცემთ! ეკლესიის მეშვეობით ვარსებობთ და ჩვენი არსებობის რეალური მიზნისკენ მივიწევთ! … ეკლესია მხოლოდ განწმედს და არ განიწმინდება, მხოლოდ ასწავლის და არ აქვს სწავლის საჭიროება.

ეკლესიის სწავლება არის საუკუნო ქადაგება, თვით ჭეშმარიტი ღმერთი, ისე, როგორც განკაცდა, ჩვენთვის, ადამიანებისთვის ჩვენსავე ცხონებისათვის”.

მისი უნეტარესობა აქვე აღნიშნავს, რომ ეკლესიის ყოვლადწმიდა სხეული არ არის მოჩვენებითი, არამედ რეალური.

“ჩემო ბავშვებო, ეკლესიის ქრისტესმიერო ბავშვებო, როდესაც გკითხავენ “სად იშვა ქრისტე?”. თქვენ უთხარით: “მოვედით და ვიხილოთ!”. ეკლესიაში იშვა, ჩვენს გულებში იშვა, ჩვენ მის მიერ ვიშვით, მის მიერ ვცოცხლობთ, სრულიად მისი ვართ, ის გვყავს არა მხოლოდ ამ კურთხეულ პერიოდში, არამედ ყოველ წუთს, ყველა მდგომარეობაში, ვცოცხლობთ თუ გარდავიცვლებით!

კარგ და წმიდა ქრისტეს შობას გისურვებთ! ქრისტეს შობა უხრწნელობისა, საუკუნეობისა, იმედისა, სოლიდარობისა, სიყვარულისა….

დაე, მივყვეთ ეკლესიის უტყუარ ვარსკვლავს.

მრავალჟამიერ, კურთხეული და ჯანმრთელი იყოს ყველა!”.

wenews.ge

Διαδώστε: