20 Ιανουαρίου, 2021

ნათლისღების საუფლო დღესასწაული ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში [ფოტო]

Διαδώστε:

 

2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ღმრთის განცხადების – უფლის ნათლისღების დღესასწაული იზეიმეს ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში.

საღმრთო ლიტურგიის განსრულების შემდგომ, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა, სამღვდელო დასთან ერთად, საზეიმო ლიტანიობით, აიაზმის სხურებით აკურთხა ვანის ქუჩები.

მიტროპოლიტმა ანტონმა ასევე აკურთხა მდინარე სულორი, რომელშიც ტრადიციული განბანვა შესრულდა.


wenews.ge

Διαδώστε: