ა.წ. 19 დეკემბერს, წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად წირვას აღავლენს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში.
ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა.