26 Νοεμβρίου, 2020

ნიჟეგოროდის მიტროპოლიტმა გიორგიმ კლინიკაში კოვიდინფიცირებულები დალოცა

Διαδώστε:

რუსეთის მართლმადიდებელმა მღვდელმთავარი, ნიჟეგოროდის მიტროპოლიის მეთაური, ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი (დანილოვი) ბორის ცენტრალურ კლინიკაში მივიდა, სადაც მოინახულა კორონავირუსული ინფექციით ინფიცირებული პაციენტები და წმიდა ზეთისცხებით დალოცა ისინი.

მღვდელმთავარს თან ახლდნენ დეკანოზი ალექსი პართენოვი და მღვდელი ალექსანდრე ტენკაევი. სასულიერო პირები სპეციალური სამედიცინო ეკიპირებით იყვნენ აღჭურვილნი.

მიტროპოლიტმა გიორგიმ თითოეულ პაციენტს გადასცა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები “მოალერსე” და ასევე ღირსი სერაფიმე საროველის ხატები, ლოცვანის კრებულთან ერთად.
ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი, ნიჟეგოროდის მიტროპოლიის მეთაური

wenews.ge

Διαδώστε: