ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სახალხო მსვლელობა დაიწყო
![ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სახალხო მსვლელობა დაიწყო](https://www.orthodoxianewsagency.gr/wp-content/uploads/2019/05/msvleloba-1024x682.jpg)
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სახალხო მსვლელობა დაიწყო.
მსვლელობაში მონაწილეობას მრევლი და სასულიერო პირები იღებენ.
“ილოცება ჩვენი დედაქალაქი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიისა და აწყურის ხატებით, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სიწმინდეა ჩვენი ერის. დედაქალაქი ყოველთვის იყო მისაბაძი მაგალითი დანარჩენი საქართველოსთვის თავისი სიქველით, სიკეთით.
ბოლო წლებში ტრადიციად იქცა ღვთისმშობლის აწყურის ხატთან ერთად მოგზაურობა. ეს მოგზაურობა იწყება აწყურიდან, გამოივლის სოფლებს , ქალაქებს და ამ დღეს შემობრძანდება დედაქალაქში და ილოცება ჩვენი დედაქალაქი”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.
მსვლელობა დასრულდება კონცერტით, რომელიც სამების ტაძარში პარაკლისის შემდეგ გაიმართება.
— IPN
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.