17 Μαΐου, 2019

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სახალხო მსვლელობა დაიწყო

Διαδώστε:

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სახალხო მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობაში მონაწილეობას მრევლი და სასულიერო პირები იღებენ.

“ილოცება ჩვენი დედაქალაქი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიისა და აწყურის ხატებით, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სიწმინდეა ჩვენი ერის. დედაქალაქი ყოველთვის იყო მისაბაძი მაგალითი დანარჩენი საქართველოსთვის თავისი სიქველით, სიკეთით.

ბოლო წლებში ტრადიციად იქცა ღვთისმშობლის აწყურის ხატთან ერთად მოგზაურობა. ეს მოგზაურობა იწყება აწყურიდან, გამოივლის სოფლებს , ქალაქებს და ამ დღეს შემობრძანდება დედაქალაქში და ილოცება ჩვენი დედაქალაქი”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

მსვლელობა დასრულდება კონცერტით, რომელიც სამების ტაძარში პარაკლისის შემდეგ გაიმართება.

IPN

Διαδώστε: