07/01/2021 07/01/2021 პანდემიის გამო, ალილო წელს განსხვავებული სახით ჩატარდა. სამღვდელოებამ მაცხოვრის შობის დღესასწაულზე მანქანების მსვლელობა მოაწყო, საიდანაც ნაკურთხი წყალი ასხურეს. მსვლელობა 14:00 საათზე რუსთაველის გამზირიდან დაიწყო და თბილისის რამდენიმე უბანი მოიცვა. “განსხვავებული ალილოა, იმიტომ, რომ წელს ფეხით მსვლელობა ვერ აღესრულა. მანქანებით მაინც ვახერხებთ, რომ დავლოცოთ, ვაკურთოთ ნაკურთხი წყლით ქუჩები, ასევე გვაქვს საგალობლები. გვსურს მივულოცოთ მოსახლეობას. მსვლელობას რესპუბლიკის...
07 Ιανουαρίου, 2021 - 20:18
Τελευταία ενημέρωση: 07/01/2021 - 20:19

პანდემიის გამო, ალილო წელს განსხვავებული სახით ჩატარდა

Διαδώστε:
პანდემიის გამო, ალილო წელს განსხვავებული სახით ჩატარდა

პანდემიის გამო, ალილო წელს განსხვავებული სახით ჩატარდა. სამღვდელოებამ მაცხოვრის შობის დღესასწაულზე მანქანების მსვლელობა მოაწყო, საიდანაც ნაკურთხი წყალი ასხურეს.

მსვლელობა 14:00 საათზე რუსთაველის გამზირიდან დაიწყო და თბილისის რამდენიმე უბანი მოიცვა.

“განსხვავებული ალილოა, იმიტომ, რომ წელს ფეხით მსვლელობა ვერ აღესრულა. მანქანებით მაინც ვახერხებთ, რომ დავლოცოთ, ვაკურთოთ ნაკურთხი წყლით ქუჩები, ასევე გვაქვს საგალობლები. გვსურს მივულოცოთ მოსახლეობას. მსვლელობას რესპუბლიკის მოედნიდან დავიწყებთ, თბილისის ყველა კუთხეს მოვივლით ისანი-სამგორის მხარეს, შემდეგ ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევს. აქვე იქნება კარავი, სადაც ვისაც ექნება სურვილი, რომ შეწიროს, შევაგროვებთ და მერე გავანაწილებთ ბავშვებისთვის, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში, ციხეებში”,-აღნიშნა არქიმანდრიტმა გიორგი გურჩიანმა.

არქიმანდრიტ გიორგი გურჩიანის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი იყო, საშობაო ეპისტოლე იბეჭდება და მალე გამოქვეყნდება. მან საშობაო ეპისტოლეს გამოქვეყნების დაგვიანების მიზეზი ტექნიკური ხარვეზით ახსნა.

ამასთან, არქიმანდრიტმა უპასუხა კითხვას, დაცული იყო თუ არა საშობაოდ ტაძრებში პანდემიასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები.

“ეკლესია ზრუნავს სულის ცხონებაზე და ხელისუფლება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე”,- აღნიშნა არქიმანდრიტმა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტად ეკლესია არის დაინტერესებული იმით, რომ ერი სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი იყოს.

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων