09 Δεκεμβρίου, 2020

“პატრიარქთან შეხვედრები შეზღუდულია”

Διαδώστε:

პატრიარქთან შეხვედრები შეზღუდულია. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “ფეისბუკის” პირად გვერდზე დაწერა:

“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერესდებიან ჟურნალისტები და არა მხოლოდ.
მოგახსენებთ, რომ, პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები” – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ცნობილია, რომ დღის განმავლობაში არაერთმა მედიასაშუალებამ დაწერა, რომ კორონაპანდემიასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე “მკაცრ კარანტინში იმყოფება”.

 

dogma.ge

Διαδώστε: