17/05/2020 17/05/2020 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წუთებში, სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობის დალოცვა მიმდინარეობს. ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ავტოკოლონით მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე...
17 Μαΐου, 2020 - 15:12
Τελευταία ενημέρωση: 17/05/2020 - 15:13

პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობის დალოცვა მიმდინარეობს

Διαδώστε:
პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობის დალოცვა მიმდინარეობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წუთებში, სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობის დალოცვა მიმდინარეობს.

ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

ავტოკოლონით მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული, საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელ დედას, რომ წყალობა მოეღო საქართველოსთვის. დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს, სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია“, – აღნიშნა პატრიარქმა.

 

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων