12/01/2020 12/01/2020 ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო მილოცვა გადასცეს. მილოცვაში აღნიშნულია: “ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო და სნეულნო, საპყრობილეში შინა და საავადმყოფოში მყოფნო, ქრისტე იშვა! გიხაროდეთ! მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენ ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ, მწამს ისიც,...
12 Ιανουαρίου, 2020 - 16:37
Τελευταία ενημέρωση: 12/01/2020 - 16:50

პატრიარქი – ვიცი, როგორ უჭირს ჩვენ ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე წუთისოფელი – მწამს, რომ, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას

Διαδώστε:
პატრიარქი – ვიცი, როგორ უჭირს ჩვენ ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე წუთისოფელი – მწამს, რომ, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას

ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო მილოცვა გადასცეს.

მილოცვაში აღნიშნულია:

“ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო და სნეულნო, საპყრობილეში შინა და საავადმყოფოში მყოფნო, ქრისტე იშვა! გიხაროდეთ! მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენ ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ, მწამს ისიც, რომ, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს.

გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს! ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან! ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II” ,- ნათქვამია კათოლიკოს პატრიარქის საშობაო მილოცვაში.

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων