საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სასულიერო პირები დააჯილდოვა. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ოთხი სასულიერო პირი დააჯილდოვა.
გელათის სასულიერო აკადემიისა და სასულიერო სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა;
დეკანოზი გაბრიელ ლომაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
მღვდელი ირაკლი წულაძე აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
იღუმენია სარა დათებაშვილი დაჯილდოვდა მეორე ჯვრის ტარების უფლებით.