პატრიარქს ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა უტარდება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა უტარდება.
როგორც დეკანოზ იოანე გორელიშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კლინიკაში პატრიარქი გეგმურ შემოწმებას იტარებს. მისივე თქმით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში იმყოფება. გეგმური ვიზიტი აქვს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გამოკვლევებს ჩაიტარებს. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია”,- აღნიშნა დეკანოზ იოანე გორელიშვილმა.
— ipn.ge
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.