მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ელადის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი იერონიმე კორონავირუსული ინფექციის შედეგად გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში, სრულიად ალექსანდრიის პაპმა და პატრიარქმა, მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ თეოდორემ ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს უნეტარეს იერონიმეს გამამხნევებელი წერილი მიწერა.
,,თქვენო უნეტარესობავ,
შევიტყვეთ, რომ იმყოფებით საავადმყოფოში. მსურს, თქვენთან მქონდეს ხშირი კომუნიკაცია, რათა გამოვხატო ჩემი ყველაზე გულწრფელი პირადი სურვილები!
თქვენ თავს ვავედრებ ჩვენ ქრისტეს, მას, ვისაც ამდენი თავგანწირვითა და ერთგულებით ემსახურებით, რომ სწრაფად აღგადგინოთ სარეცელისგან. ვლოცულობ თქვენი ჯანმრთელობის სრულად აღსადგენად, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია, რათა ჩვენ კვლავ შეძლოთ თქვენი ხელახლა ხილვა!”, – ნათქვამია ეპისტოლეში.