09 Ιουλίου, 2024

პედაგოგების ტრეინინგები

Διαδώστε:

პარტნიორებთან, დონორებთან და მხარდამჭერებთან ერთად ფონდი „ლაზარე“ უკვე ექვს წელზე მეტია აქტიურად მუშაობს სამშვიდობო განათლების განვითარებასა და სკოლებში სამშვიდობო მიდგომების დანერგვაზე. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, ყოვეწლიურად 30-მდე მასწავლებელს ეძლევა საშუალება ჩაერთოს ტრეინინგებში, აიმაღლოს ცოდნა და განივითაროს უნარები, რათა ეფექტურად შეძლოს მშვიდობის კულტურის ჩამოყალიბება სასკოლო საზოგადოებაში.

ამ მიზნით, ფონდის სამშვიდობო პროექტების – „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ და „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ – ფარგლებში, 2024 წლის 28 ივნისიდან 1 ივლისამდე და 5-8 ივლისს, პედაგოგების ორ ჯგუფს ვუმასპინძლეთ ტრეინინგზე – „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა სასწავლო გარემოში“ – ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა, წვლილი შევიტანოთ სკოლებში მშვიდობაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვასა და მომავალი თაობებისთვის მშვიდობიანი და ჰარმონიული გარემოს შექმნაში.

პროექტები ხორციელდება შვეიცარიული ფონდის HEKS-EPER-ისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

sazu.ge

Διαδώστε: