14 Οκτωβρίου, 2019

პრეზიდენტი – მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო სვეტიცხოვლობა – ეს არის ერთ-ერთი ნამდვილად და ჭეშმარიტად ქართული, ქრისტიანული დღესასწაული

Διαδώστε:

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა. როგორც მან სვეტიცხოველთან განაცხადა, ეს დღესასწაული „ჭეშმარიტად ქართული, ქრისტიანული დღესასწაულია“.

„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ეს არის ერთ-ერთი ნამდვილად და ჭეშმარიტად ქართული, ქრისტიანული დღესასწაული და ეს მინდა მიგილოცოთ ყველას. ამავე დროს ეს არის სრულიად ქრისტიანული დღესასწაული. ასეთი არსად არ არის და ჩვენ გვაქვს ეს ძალიან დიდი მადლი, რომ აქ ვიყოთ დღეს და მინდა, ეს ყველას მოგილოცოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

Διαδώστε: