11/04/2020 11/04/2020 სააღდგომო დღესასწაულზე ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ დაიხურება. თუმცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა მრევლს მოუწოდა, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ტაძრებში ყოფნისგან, რაც კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება. „ბულგარელებს მოვუწოდებ, ნუ მივლენ ეკლესიებსა და მონასტრებში ახლა. თუმცა, მითხრეს, რომ ახლა ბევრი ადამიანია, რომლებიც სასოწარკვეთაში არიან, ასეთია ათასობით ადამიანია, რომლებიც მისდევენ ტრადიციებს. ლიტურგია შესრულდება, ზარები დაირეკება და თითოეული ეპისკოპოსი იღებს ვალდებულებას,...
11 Απριλίου, 2020 - 23:18
Τελευταία ενημέρωση: 11/04/2020 - 23:20

პრემიერი: – სააღდგომოდ ბულგარეთის ეკლესია არ დაიხურება

Διαδώστε:
პრემიერი: – სააღდგომოდ ბულგარეთის ეკლესია არ დაიხურება

სააღდგომო დღესასწაულზე ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ დაიხურება. თუმცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა მრევლს მოუწოდა, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ტაძრებში ყოფნისგან, რაც კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება.

„ბულგარელებს მოვუწოდებ, ნუ მივლენ ეკლესიებსა და მონასტრებში ახლა. თუმცა, მითხრეს, რომ ახლა ბევრი ადამიანია, რომლებიც სასოწარკვეთაში არიან, ასეთია ათასობით ადამიანია, რომლებიც მისდევენ ტრადიციებს. ლიტურგია შესრულდება, ზარები დაირეკება და თითოეული ეპისკოპოსი იღებს ვალდებულებას, დაცული იყოს ჰიგიენა, ნიღბების ტარება და დისტანცია“, – განაცხადა ბორისოვმა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, სასულიერო პირები სადღესასწაულო დღეებში დაიცავენ მედიკოსების ყველა რეკომენდაციას და მრევლს ნიღბების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მსახურების დიდი ნაწილი ჩატარდება ტაძრების ეზოში.

„ბევრ ეპისკოპოსს აქვს პირბადეები მათთვის, ვინც ტაძარში მათ გარეშე მივა“ , – აღნიშნა ბორისოვმა.

ქვეყანაში ბოლო მონაცემებით 624 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილია 24 ადამიანი, 54 კი გამოჯანმრთელდა.

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων