16/01/2021 16/01/2021 “მოგეხსენებათ, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტი და ჩვენი სიმდიდრეა. ეს არის ის, საუკუნეების განმავლობაში როგორ ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის. არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით შეიზღუდოს, თუმცა ასევე, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება...
16 Ιανουαρίου, 2021 - 21:20
Τελευταία ενημέρωση: 16/01/2021 - 23:00

პრემიერ-მინისტრი გახარია გმობს რელიგიურ ძალადობას

Διαδώστε:
პრემიერ-მინისტრი გახარია გმობს რელიგიურ ძალადობას

“მოგეხსენებათ, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტი და ჩვენი სიმდიდრეა. ეს არის ის, საუკუნეების განმავლობაში როგორ ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის. არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით შეიზღუდოს, თუმცა ასევე, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შსს-ს უკვე აქვს დავალება, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს, სახელმწიფო და შსს იმოქმედებენ უმკაცრესად“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων